ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი

0

ერთ პატარა ბიჭს ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მოხუც მეზობელთან. მაგრამ, დრო გადიოდა, გაჩნდა კოლეჯი და სხვადასხვა სახის გატაცება. შემდეგ, სამუშაო და პირადი ცხოვრება. ახალგაზრდა კაცის თითოეული წუთი დაკავებული იყო და მას წარსულის გახსენების კი არა, ახლობლებთან ურთიერთობის დროც კი არ ჰქონდა.

ერთხელ, მან მოხუცი მეზობლის გარდაცვალების ამბავი შეიტყო — და გაახსენდა, რომ მოხუცმა ბევრი რამე ასწავლა მას, როდესაც მისთვის, დაღუპული მამის მაგივრობის გაწევას ცდილობდა. მან თავი დამნაშავედ იგრძნო და დაკრძალვაზე წავიდა. საღამოს, როდესაც ყველაფერი დასრულდა, მამაკაცი მოხუცის სახლში შევიდა. იქ ყველაფერი ისე ძველებურად იყო… მხოლოდ პატარა ოქროს კოლოფიარ არსად ჩანდა, რომლის შესახებ, მოხუცი ამბობდა, რომ მასში, მისთვის, ამ ქვეყანაზე, ყველაზე ძვირფასი რამ ინახებოდა. კაცმა გაიფიქრა, რომ კოლოფი რომელიმე ნათესავმა წაიღოო და სახლი დატოვა.

ორი კვირის შემდეგ, მან ამანათი მიიღო და როდესაც მასზე მეზობლის სახელი დაინახა, ძალიან გაუკვირდა და სასწრაფოდ გახსნა. შიგნით სწორედ ის ოქროს კოლოფი იყო, ხოლო კოლოფში – გრავირებული ოქროს საათი იდო:

«მადლობა იმ დროისთვის, რომელიც ჩემს გვრდით გაატარე» – ეწერა საათზე.

და ის მიხვდა — რომ ყველაზე ძვირფასი მოხუცისთვის დრო ოყო, რომელიც მან თავის პატარა მეგობართან ერთად გაატარა. მას შემდეგ, მამაკაცი ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა ცოლთან და შვილთან.

ლალი ადიკაშვილი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply