ამერიკული ოცნება

0
ერთი ამერიკელი ბიზნესმენი პატარა მექსიკური სოფლის მდინარის პირას იდგა და მექსიკელ მეთევზეს აკვირდებოდა.

 
მეთევზე პატარა ნავით თევზაობდა და ცოტა ხანში ამერიკელსაც მიუახლოვდა. ამერიკელმა მოუწონა მას დაჭერილი თევზების ხარისხი და ოსტატობა.
 
– რამდენი ხანს ანდომებთ მათ დაჭერას? – ჰკითხა ბიზნესმენმა მექსიკელს.
 
ძალიან ცოტა დროს  – უპასუხა მექსიკელმა.
 
– მაშინ რატომ უფრო დიდი ხნით არ თევზაობ და უფრო მეტი თევზი არ მიგაქვს სახლში?– იკითხა გაკვირვებულმა ამერიკელმა.
 
– მე ამ დროში იმდენ თევზს ვიჭერ რამდენიც ჩემი ოჯახის ყოველდღიურად გამოკვებას ესაჭიროება – ღიმილით უპასუხა მექსიკელმა მეთევზემ.
 
–  და ამის შემდეგ რას აკეთებთ?
 
– გვიან ვიძინებ, დილით ცოტას ვთევზაობ, შემდეგ ჩემს საყვარელ შვილებთან ერთად ვთამაშობ. საღამოობით მივდივარ საცეკვაოდ ჩემს მშვენიერ მეუღლესთან ერთად, ვსვამ კარგ ღვინოს და მეგობრებთან ერთად გიტარაზე ვუკრავ. მოკლედ ძალიან დატვირთული და მშვენიერი ცხოვრება მაქვს სენიორ – უპასუხა მექსიკელმა ღიმილით.
 
– მე ჰარვარდის ბიზნეს სკოლის დამთავრებული ადამიანი ვარ და შემიძლია დაგეხმარო – უთხრა ამერიკელმა ბიზნესმენმა მექსიკელ მეთევზეს. გირჩევდი, რომ უფრო მეტი დრო დაგეთმო თევზაობისათვის , დაგეჭირა მეტი თევზი, შემდეგ გექნებოდა იმის საშუალება, რომ სპეციალური, დიდი თევზსაჭერი ნავი გეყიდა. ამის შემდეგ გაყიდიდი თევზს ბაზარში, შემდეგ გახსნიდი საკუთარ საწარმოს, გეყოლებოდა ბევრი კლიენტი და გექნებოდა ბევრი ფული.
– კარგით, მაგრამ რამდენი ხანი დასჭირდება ამ ყველაფერს – იკითხა მექსიკელმა
 
– სავარაუდოდ 15–20 წელი.
 
– და ამის შემდეგ რა მოხდება – დაინტერესდა მექსიკელი.
 
– ჰაჰა :)))– გულიანად გაიცინა ამერიკელმა. შემდეგ ყველაზე საუკეთესო ნაწილი იწყება. როდესაც შესაფერისი დრო დადგება შენ გაყიდი შენი კომპანიის აქციებს საფონდო ბირჟაზე და მილიონერი გახდები.
 
– მილიონერი? კარგით სენიორ და ამის შემდეგ რა მოხდება?
 
ამერიკელი რამოდენიმე წამით დაფიქრდა და ნელა, გაბზარული ხმით თქვა:
 
დაბრუნდები მდინარის პირას მდებარე პატარა ლამაზ სოფელში. ღამით გვიან დაიძინებ, დილით ცოტას კი ითევზავებ. შემდეგ ითამაშებ შენს საყვარელ შვილებთან და  საღამოობით ივლი საცეკვაოდ შენს მშვენიერ მეუღლესთან ერთად. დალევ კარგ ღვინოს და მეგობრებთან ერთად გიტარაზე დაუკრავ . . .  

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply