ალექსანდრ ფლემინგი

0
 იგი ერთი ღარიბი, შოტლანდიელი ფერმერი იყო და მისი გვარი გახლდათ – ფლემინგი .

ერთხელ იგი  თავის ფერმაში მუშაობდა, როდესაც მისი ფერმის მახლობლად მდებარე ჭაობიდან ბავშვის შემაძრწუნებელი კივილი და ტირილი მოესმა. ფლემიგმა სასწრაფოდ ძირს დააგდო სამუშაო იარაღი და ჭაობისაკენ გაიქცა.

ჭაობში ერთი პატარა ბიჭი იძირებოდა და პანიკაში ჩავარდნილი, უშედეგოდ ცდილობდა თავი დაეხსნა საზარელი ჭაობის ტყვეობისაგან …

და ფერმერმა ყმაწვილი ნელი და საზარელი სიკვდილისაგან დაიხსნა.

ამ შემთხვევიდან მეორე დღეს მის ფერმასთან მდიდრული ეტლი გაჩერდა და იქიდან ელეგანტურად ჩაცმული დიდგვაროვანი კაცი გადმოვიდა. კაცი გაეცნო ფლემინგს და უთხრა, რომ გუშინ ამ კეთილმა ფერმერმა მისი შვილის სიცოცხლე გადაარჩინა…

– მსურს რაიმეთი გადაგიხადოთ მადლობა – დაასრულად დიდგვაროვნმა საუბარი.

– არა, მე არ შემიძლია რაიმე საფასური მივიღო იმისათვის, რაც გუშინ გავაკეთე – მიუგო მას ამაყად ფლემიგმა.

ამ დროს ფლემინგს გვერდით თავისი პატარა ბიჭი ედგა.

– ეს თქვენი შვილია? – ჰკითხა მას დიდგვაროვნმა.

–  დიახ, სერ – უპასუხა მას ფლემიგმა.

მსურს ჩემი გულწრფელი მადლობის ნიშნად თქვენი შვილი ჩემთან წავიყვანო და მას კარგი განათლება მივსცე – უთხრა ფერმერს დიდგვაროვნმა კაცმა. თუ ეს ბავშვი თავის მამას ჰგავს, დამერწმუნეთ, იგი ისეთი ადამიანი გაიზრდება, რომ თქვენ იამაყებთ მისით . . .

და ისინი შეთანხმდნენ.

ამ კაცმა ფერმერის შვილი ლონდონის წმინდა მარიამის სამედიცინო სკოლაში მიიყვანა და მას კარგი სამედიცინო განათლება მისცა.

დღეს ჩვენი ფერმერის შვილის სახელი ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის მსოფლიოში. მისი სრული სახელია ალექსანდრ ფლემინგი – ადამიანი, რომელმაც გამოიგონა წამალი პენიცილინი . . .

ძალიან კარგია, რომ ჩვენი ისტორია აქ არ სრულდება და თქვენ წინ კიდევ ერთი დიდი სიურპრიზი გელოდებათ 🙂

წლების შემდეგ დიდგვაროვანი კაცის შვილს მწვავე ფილტვების ანთება შეეყარა და ძლივს გამოაცალეს სიკვდილს ხელიდან. და წამალი, რომელმაც იგი სიკვდილისაგან იხსნა პენიცილინი იყო.

ალბათ გაგიჩნდათ ლოგიკური კითხვა, თუ ვინ იყო ეს დიდგვაროვანი პიროვნება. მინდა გაგიმხილოთ, რომ მისი სრული სახელი და გვარი გახლდათ –   ლორდ ლენდორფ სპენსერ ჩერჩილი .

და რაც შეეხება მის შვილს… ალბათ ეს სახელი ყველა თქვენგანს სმენია :

სერ უინსტონ ჩერჩილი . . . 🙂

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply