აირჩიეთ ბედნიერება!

0

ოსტატი ბადაუდინისთვის ცხოვრება ბედნიერება იყო,მის სახეს ღიმილი არასდროს შორდებოდა. მთელი მისი სიცოცხლე დღესასწაულთა სურნელებით იყო დამტკბარი, ახლა კი კვდებოდა და მაინც გულიანად იცინოდა. თითქოს ოსტატი სიკვდილთან შეხვედრასაც ნეტარებით კი ელოდა. მოწაფეები მომაკვდავ ოსტატს გარს ეხვივნენ, როცა ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა მას:

– რატომ იცინით? მთელი ცხოვრება იცინოდით და ვერასდროს ვბედავდით გვეკითხა რატომ და, აი, ახლაც, სიცოცხლის ბოლო წუთებში იცინით! რა არის ამაში სასაცილო?

მოხუცმა ოსტატმა ღიმილით უპასუხა მოწაფეს:

– დიდი ხნის წინათ, როცა ახალგზარდა ვიყავი ჩემს ოსტატთან მივედი, მაშინ მხოლოდ 17 წლისა გახლდით და მიუხედავად ასაკისა, ღრმად უბედური და გაწამებული. ოსტატი კი სამოცდაათისა იქნებოდა. იგი მუდამ იღიმებოდა და იცინოდა ყოველგვარი ცხადი მიზეზის გარეშე და მეც ვკითხე როგორ ახერხებდა ამას.
მან მიპასუხა: „შინაგანად თავისუფალი ადამიანი ვარ და არჩევანიც ჩემზეა. უბრალოდ, ასეთია ჩემი ნება. ყოველ დილით, როგორც კი თვალს ვახელ, საკუთარ თავს ვეკითხები, დღეს რა ავირჩიო – მწუხარება თუ ბედნიერება, და მეც თავისთავად ბედნიერებას ვირჩევ, ეს ხომ ასე ბუნებრივია!“

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply