Connect with us
აინშტაინი და თაგორი

ცხოვრება

აინშტაინისა და თაგორის დიალოგი

1930 წლის 14 ივლისს, ალბერტ აინშტაინი ბენგალელ ფილოსოფოსს რაბინდრანათ თაგორს, ბერლინში, საკუთარ სახლში შეხვდა. მათ შორის გაიმართა მსოფლიოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინტელექტუალური საუბარი, რომელიც მოიცავდა მშვენიერების, ჭეშმარიტების, მეცნიერებისა და რელიგიის კონცეფციებს.

აინშტაინი: თქვენ გწამთ სამყაროსგან განცალკევებული ღმერთის?

თაგორი: არა განცალკევებული. ადამიანის უსასრულო პიროვნულობა მთელს სამყაროს მოიცავს. არ შეიძლება არსებობდეს რაიმე, რაც მას არ განეკუთვნება. ეს იმას ამტკიცებს, რომ სიმართლე სამყაროს შესახებ ადამიანური ჭეშმარიტებაა.

ამის ასახსნელად მეცნიერული ფაქტები გამოვიყენე. მატერია პროტონებისა და ელექტრონებისგან შედგება, რომელთა შორის არსებობს ხვრელები, თუმცა მატერია მაინც ერთიანია. მსგავსად ამისა, კაცობრიობაც ინდივიდებისგან შედგება, მათ აქვთ ურთიერთობები, რომელიც ადამიანთა სამყაროს სასიცოცხლო ერთიანობას ანიჭებს. მთელი სამყარო მსგავსი მეთოდით გვიკავშირდება, ეს ადამიანთა სამყაროა. ამ მოსაზრებამდე ხელოვნების, ლიტერატურის და ადამიანის რელიგიური ცნობიერების ანალიზის საშუალებით მივედი.

აინშტაინი: სამყაროს ბუნების შესახებ, ორი განსხვავებული აზრი არსებობს:

1. სამყარო, როგორც ადამიანებზე დაფუძნებული ერთიანობა;

2. სამყარო როგორც ადამიანური ფაქტორისგან დამოუკიდებელი რეალობა;

თაგორი: როდესაც სამყარო მუდმივ ჰარმონიაშია ადამიანთან, ჩვენ მას, როგორც ჭეშმარიტებას ისე აღვიქვამთ და შევიგძნობთ, როგორც მშვენიერებას.

აინშტაინი: ეს წმინდა ადამიანური შეხედულებაა სამყაროს შესახებ.

თაგორი: არ შეიძლება სხვა შეხედულება არსებობდეს. მსოფლიო ადამიანთა სამყაროა – მასზე არსებული მეცნიერული აზრიც მეცნიერი ადამიანის შეხედულებაა. არსებობს მიზეზისა და სიამოვნების სტანდარტი, რომელიც მას ჭეშმარიტებას ანიჭებს – მუდმივი ადამიანის სტანდარტი, რომლის გამოცდილება ჩვენს გამოცდილებებს ემყარება.

აინშტაინი: ეს ადამიანური ქმნილების რეალიზაციაა.

თაგორი: ნამდვილად, ერთი მუდმივი არსება. ჩვენ საკუთარი ემოციებითა და მოქმედებებით უნდა ვაანალიზებდეთ მას. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ უზენაეს ადამიანს არ გააჩნია არანაირი ინდივიდუალური შეზღუდვა ჩვენი შეზღუდვებიდან. მეცნიერება ურთიერთკავშირშია იმასთან, რაც ინდივიდებს არ ემიჯნება. ეს ობიექტურ ჭეშმარიტებათა ადამიანური სამყაროა. რელიგია აანალიზებს ამ ჭეშმარიტებას და ჩვენს სიღრმისეულ საჭიროებებთან აკავშირებს. ჩვენი ინდივიდუალიური გაცნობიერება ჭეშმარიტებისა უნივერსალურ მნიშვნელობას იღებს. რელიგია ჭეშმარიტებას ღირებულებებს ანიჭებს, ჩვენ ჭეშმარიტებას მასთან ჰარმონიაში ყოფნით შევიცნობთ.

აინშტაინი: გამოდის ჭეშმარიტება, ან მშვენიერება ადამიანისგან დამოუკიდებელი არაა?

თაგორი: არა.

აინშტაინი: თუ ადამიანები არ იარსებებდნენ, ბელვედერის აპოლონიც აღარ იქნებოდა მშვენიერი?

თაგორი: არა.

აინშტაინი: მშვენიერების კონცეფციის შესახებ გეთანხმებით, თუმცა ჭეშმარიტების შესახებ არა.

თაგორი: რატომ არა? ჭეშმარიტება ადამიანში ავლენს თავს.

აინშტაინი: არ შემიძლია დავამტკიცო, რომ ჩემი მოსაზრება სწორია, თუმცა ეს არის ჩემი რელიგია.

თაგორი: მშვენიერება სრულყოფილი ჰარმონიის იდეალია, რომელიც უნივერსალურ არსებაში ვლინდება. ჭეშმარიტება უნივერსალური გონების სრულყოფილი აღქმაა. ჩვენ, ინდივიდები, ჭეშმარიტებამდე საკუთარი შეცდომებისა და უსიამოვნო შემთხვევების გზით მივდივართ, დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე, ჩვენი გასხივოსნებული ცნობიერების წყალობით – სხვა გზით როგორ შეიძლება შევიცნოთ ჭეშმარიტება?

აინშტაინი: არ შემიძლია მეცნიერულად დავამტკიცო, რომ ჭეშმარიტება გაგებული უნდა იყოს, როგორც სიმართლე, რომელიც მართებულად დამოუკიდებელია ადამიანთაგან, მაგრამ მე ამის მტკიცედ მწამს. მჯერა ისე როგორც პითაგორას თეორემის, რომელიც გეომეტრიაში ამტკიცებს იმას, რაც ჭეშმარიტებასთან ძალზედ ახლოსაა, ადამიანის არსებობისგან დამოუკიდებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე რეალობა, რომელიც დამოუკიდებელია ადამიანისგან, ასევე არსებობს ჭეშმარიტებაც, რომელიც ამ რეალობას ენათესავება. იგივე გზით, პირველის უარყოფა მეორეს არსებობის უარყოფის საშუალებასაც გვაძლევს.

თაგორი: ჭეშმარიტება, რომელიც უნივერსალური ადამიანის გაგებასთან ერთად არსებობს, უნდა აუცილებლად ადამიანური იყოს, სხვა შემთხვევაში რასაც ჩვენ, ინდივიდები, ჩავთვლით სიმართლედ, ვერასოდეს იქნება ჭეშმარიტება, თუნდაც ის, რომელსაც მეცნიერულს ვუწოდებთ და რომელიც მხოლოდ ლოგიკის პროცესით მიიღწევა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანული ფიქრებით, რომელიც თავისთავად ადამიანურია. ინდური ფილოსოფიის თანახმად არსებობს ბრაჰმა, აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომელიც არ შეიცნობა ინდივიდის გონების განცალკევების წყალობით და არც სიტყვებით აღიწერება, ის შეიძლება მხოლოდ გაანალიზებულ იქნეს ინდივიდის მის უსასრულობასთან სრული შერწმით. თუმცა ასეთი ჭეშმარიტება არ შეიძლება ეკუთვნოდეს მეცნიერებას. ჭეშმარიტება, რომლის ბუნებასაც ჩვენ განვიხილავთ გარეგნული სახეა, ეს იმის თქმაა, რა ეჩვენება ადამიანის გონებას სიმართლედ, მაშასადამე ამგვარი სიმართლე მხოლოდ ადამიანურია. მას შეიძლება ეწოდოს მაია ან ილუზია.

აინშტაინი: გამოდის თქვენი შეხედულების თანახმად, რომელიც შესაძლოა ინდური კონცეფციაა, ეს მხოლოდ ცალკეულ ინდივიდთა კი არა, არამედ მთელი კაცობრიობის ილუზიაა.

თაგორი: სახეობებიც მიეკუთვნებიან ამ ერთიანობას, კაცობრიობას. მაშასადამე სრულიად ადამიანური გონება აანალიზებს ჭეშმარიტებას. ინდური და ევროპული გონებაც საერთო რეალიზაციას ექვემდებარებიან.

აინშტაინი: სიტყვა „სახეობა“ გერმანულ ენაშიც ყველა არსების აღსაწერად გამოიყენება, ფაქტია, თვით მაიმუნებიც და ბაყაყებიც კი მიეკუთვნებიან მას.

თაგორი: მეცნიერებაში ჩვენ ვხელმძღვანელობთ დისციპლინით ჩვენი გონების პირადი შეზღუდვების აღმოსაფხვრელად და ასე შევიმეცნებთ ჭეშმარიტებას, რომელიც უნივერსალური ადამიანის გონებაა.

აინშტაინი: დამოუკიდებელია, თუ არა ჭეშმარიტება ჩვენი ცნობიერებისგან, აქ იბადება პრობლემა.

თაგორი: რასაც ჩვენ ჭეშმარიტებას ვეძახით, რეალობის ობიექტურ და სუბიექტურ ასპექტთა ჰარმონიას შორის იმალება, რომლებიც , ორთავე, უზენაეს ადამიანს მიეკუთვნებიან.

აინშტაინი: თუნდაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ იძულებული ვართ მივიღოთ რეალობა, როგორც ადამიანთაგან დამოუკიდებელი, იმ საგნებში რომელთაც ვიყენებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა დავაკავშიროთ ჩვენი გრძნობების გამოცდილებები მიზეზშედეგობრივი გზით. მაგალითისთვის, თუ სახლში არავინაა, მაგიდა მაინც თავის ადგილას რჩება.

თაგორი: დიახ, ის ინდივიდის გონებას გარეთ რჩება, მაგრამ არა უნივერსალური გონების. მაგიდა, რომელსაც აღვიქვამ ასევე აღქმადია იგივე სახის ცნობიერების მიერ, რომელსაც მე ვფლობ.

აინშტაინი: თუ არავინ იქნებოდა სახლში, მაგიდა მაინც უცვლელად იარსებებდა, მაგრამ ეს უკვე არასწორია თქვენი შეხედულების მიხედვით, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ავხსნათ რას ნიშნავს, რომ მაგიდა იქაა, ჩვენგან დამოუკიდებლად.
ჩვენი ბუნებრივი შეხედულება ჭეშმარიტების ადამიანისგან დამოუკიდებლად არსებობის შესახებ, არ შეიძლება აიხსნას ან დამტკიცდეს, მაგრამ ეს რწმენაა, რომელიც არ შეიძლება ვინმეს აკლდეს – თუნდაც პრიმიტიულ არსებას. ჩვენ უზენაესი ადამიანის ობიექტურობასაც ჭეშმარიტებას მივაკუთვნებთ; ეს აუცილებელია ჩვენთვის, რეალობა, რომელიც დამოუკიდებელია ჩვენი არსებობისგან, ჩვენი გამოცდილებისა და გონებისგან – შესაბამისად არ შეგვიძლია ვთქვათ, რას ნიშნავს იგი.

თაგორი: მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ მაგიდა, როგორც საგანი მხოლოდ გარეგნული სახეა და შესაბამისად, რასაც ადამიანის გონება აღიქვამს როგორც მაგიდას, არ იარსებებდა, თუ გონება გაქრებოდა. ამავდროულად, უნდა ვაღიაროთ ის ფაქტიც, რომ მაღალი ფიზიკური რეალობა არაფერია გარდა მრავალი მბრუნავი ელექტრული ძალის ცენტრებისა, რომელიც ასევე ადამიანის გონებას მიეკუთვნება.

ჭეშმარიტების აღქმაში, არსებობს მუდმივი კონფლიქტი უნივერსალური ადამიანის გონებასა და იგივე გონებას შორის, რომელიც გაბნეულია ინდივიდებში. მისი დალაგების საუკუნო პროცესი მიმდინარეობს ჩვენს მეცნიერებაში, ფილოსოფიასა და ეთიკებში. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ჭეშმარიტება, რომელიც აბსოლუტურად არ არის კავშირში კაცობრიობასთან, მაშინ ის აბსოლუტურად არ არსებობს.

არაა ძნელი წარმოიდგინო გონება, რომლისთვისაც საგანთა წესრიგი სივრცეში კი არ ხდება, არამედ მხოლოდ დროში, როგორც მუსიკის ნოტების წყობა. ასეთი გონებისთვის რეალობის მსგავსი აღქმა, ენათესავება მუსიკალურ რეალობას, რომელსაც პითაგორას გეომეტრიაში არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა. არსებობს ფურცლის რეალობა, რომელიც უსასრულოდ განსხვავდება ლიტერატურის რეალობისგან. ჩრჩილით შეპყრობილი გონებისთვის, რომელიც ჭამს ლიტერატურას, ის აბსოლუტურად არ არსებობს. ადამიანის გონებისთვის ლიტერატურას ბევრად დიდი ღირებულება აქვს, ვიდრე თავად ფურცელს. ასე და ამგვარად, თუ არსებობს რაიმე სიმართლე, რომელსაც აქვს არაგრძნობადი ან რაციონალური კავშირი ადამიანის გონებასთან, ის ყოველთვის არაფრად დარჩება მანამ, ვიდრე ჩვენ ადამიანური ქმნილებები ვიქნებით.

აინშტაინი: მე მეტად რელიგიური ვარ, ვიდრე თქვენ!

თაგორი: ჩემი რელიგია უზენაესი ადამიანის შეცნობაა, უნივერსალური ადამიანური სულის, ჩემს ინდივიდუალურ არსებაში.

თარგმანი: თემო ბერიშვილი

გაზიარება:

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Loading Facebook Comments ...

16 Comments

  1. Davit Janashia

    ივნისი 25, 2014 at 8:53 AM

    ainshtainis teorias viziareb am shemtxvevashi. mgonia rom bevrad ufro did masshtabze azrovnebs. chemi azrit tagori zedmetad aris pirovnulobas da adamianobas mijachvuli.

  2. Lasha Morgoshia

    ივნისი 25, 2014 at 10:14 AM

    აინშტაინი უფრო მჭიდროდ ყოფილა შეზღუდული რელიგიური ჩარჩოებით
    თაგორი სხვა პლანზე ყოფილა გადასული …
    დამაინტერესა თაგორის ცხოვრებამ

  3. L-Albert Einstein

    ივნისი 25, 2014 at 1:14 PM

    ძალიან საინტერესო დიალოგია…… ალბათ კიდევ 1000-ჯერ რომ წავიკითხოთ ყოველ წაკითხვაზე სხვა და სხვა აზრს გამოვიტანთ …. ეს დიალოგი არ არის უბრალო მოკვდავებისთვის 😀 (ეს უდიდესი ადამიანები იმ ქვეყნად არიან მაგრამ მათი სახელი და მათი ნაშრომები უკვდავია)

  4. gsg

    ივნისი 26, 2014 at 11:45 AM

    “არც ერთი იყო ინდოელი და არც მეორე გერმანელი, ორივე ბედკრული დედამიწის შვილები იყვნენ”

  5. devi gachechiladze

    ივნისი 26, 2014 at 4:40 PM

    tu saxlshi aravin miva arasdros,verc veravin daamtkicebs rom magida isev tavis adgilze dgas,anu tu dedamiwaze agar iqnebian adamianebi,veravin imsjelebs raa jeshmariti da ra mshvenieri,am shemtxvevashi tagorisken vixrebi,magram rasac ver wvdeba adamianis goneba da ver xsnis mecnierulad,rasac ambobskidec ainshtaini,es ukve religiaa da ubralod rwmena,mokled me orives vagiareb(aramarto me):)shokshi var!damafiqres…

  6. ramazi

    ივნისი 28, 2014 at 8:51 AM

    აინშტაინი რაფინირებული თაგორია…

  7. JimUK

    ივლისი 1, 2014 at 1:13 AM

    რაღაც სხვა განზომილებიდან გაჟღერებულ ბგერებს წააგავს ამ ორ გენიოსის დიალოგი -:)… მათ საუბრის თარგმნას მხოლოდ ცხონებული ოშო – რაჯ ნეში თუ შეძლებდა. შვიდჯერ წავიკითხოთ და ერთხელაც გავიგებთ. კოსმონავტს ვერტმფრენის პილოტიც კოსმონავტი გონია. ჩვენს ირგვლივ სამყარო არ იარსებებდა თუ ჩვენ პატარა დედამიწა არ მოწამლავდა ირგვლივ ყველაფერს?! აბსურდია! სამყარო, დედამიწა, მთვარე, მზე, მზის სისტემა, ჩვენი და უსასრულო რაოდენობის გალაკტიკები არ იარსებებდა, თუ ადამიანი და დედამიწა არ იარსებებდა?! ადამიანი მართლაც, რომ ღმერთის ქმნილი ჭეშმარიტი შედევრი იყოს, ის ასე უდიერად და უგნუროდ არ მოეპყრობოდა ამ პატარა და მშევენიერ ქალბატონს, რასაც დედმიწა ქვია!!! ღმერთმა შესაძლებელია, რომ ჩვენი ბიოლოგიურ-ანატომიური ქმნილება თავადვე გამოძერწა, შესაძლებელია თავისი მსგავსიც ვიყოთ… მაგრამ და სამწუხაროდ მისი შექმნილი საექსპერიმენტო ნიმუში – პროექტი: – ადამიანი უკვე აღარ ემორჩილება მის მოთხოვნებს და კანონზომიერებას. აბსოლუტური გონი და ჭეშმარიტება არსებობს ჩვენს გარეშე, ანუ ეს ღმერთის, უსასრულობის, მუდმივად მზარდი ენერგიის ძალაა, თავად ღმერთი, რაც ბევრს თეთრ სამოსში გამოწყობილი და თეთრი წვერით მბრწყინავი მამა-ზეციერი წარმოუდგენია. ყოველი ადამიანის გონი, ტვინი არის ზუსტად ერთი ციცქნა, ატომი თუ ნეიტრონი უსასრულო გონის ნაწილის, რასაც ქვია ღმერთის ძალა და უზენაესიც ზუსტად ამ მთავარი კომპიუტერის ოპერატორია. ამიტომ გვითხრან ამ ორი გენიოსი ადამიანის მსგავსმა ადამიანებმა დღეს თუ რა დგას წინ, მატერია, მაღალი გონი თუ ღმერთი? უფრო იოლი გასაგები იქნებოდა “აუმ” = ომ(ი) => “აბსოლუტური არსი => აბსოლუტური გამოვლინება => აბსოლუტური სულის ან გონის”.

  8. Gia

    აგვისტო 19, 2014 at 6:59 AM

    ”ჭეშმარიტების აღქმაში, არსებობს მუდმივი კონფლიქტი უნივერსალური ადამიანის გონებასა და იგივე გონებას შორის, რომელიც გაბნეულია ინდივიდებში. მისი დალაგების საუკუნო პროცესი მიმდინარეობს ჩვენს მეცნიერებაში, ფილოსოფიასა და ეთიკებში. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ჭეშმარიტება, რომელიც აბსოლუტურად არ არის კავშირში კაცობრიობასთან, მაშინ ის აბსოლუტურად არ არსებობს.”- ღმერთი, აბსოლუტური ჭეშმარიტება, უმაღლესი მატერი, უნივერსალური და უსასრულო სამყარო, რაც გინდათ ის დავარქვათ. ის ჩვენშია. საქმე იმაშია აღმოვაჩენთ თუ ვერ – მას სკუთარ შემეცნებაში. სწორედ ას გახლავთ ჩვენი, მოკვდავთა, დილებმა. უფრო დაწვრილებით და ზუსტ პასუხებს იქ გვპირდებიან….უსასრულობაში. თან ყველას არა…!

  9. farida

    აგვისტო 19, 2014 at 9:02 AM

    sakmaod rtuli sakitxavia, magram bolos kmayofuleis grdznoba mkonda, tumca momechvena rom mat dialogs kidev erti mcneba aklda -religia da rcmena, mashin mteli es gantoleba martivdeba, da chvetvisac aramecnierebstvis mugcevlad agar mechveneba arc cheshmariteba da arc harmonia

  10. merabi adamia

    აგვისტო 20, 2014 at 9:02 PM

    რამდენი ადამიანია,სიმართლეც იმდენივეა, ჭეშმარიტება კი ერთადერთია!

  11. Gulo Gelxviidze

    აგვისტო 25, 2014 at 2:14 PM

    სამყარო ეს ძნელად ამოსაცნობი და დასადგენია,კაცობრიობას კიდე ბევრი დრო დაჭირდება და მაინც ამოუცნობი დარჩება,რადგან თავად მკრეხელობაში გადააქვთ, მეცნიერული გონიერება კი უმაღლესიდან უდაბლესამდე ეშვება და პირიქით …. ,<>

  12. inga

    სექტემბერი 21, 2014 at 5:08 AM

    GIYVARDET ERTMANETI,DAEXMRET ERTMANETS,IZRUNET SAKUTAR OJAXEBZE DA MOMAVALZE,NU DAIVIWYEBT RWMENAS DA ESAA JESHMARITEBA,SXVA JESHMARITEBA GANA ARIS RAME???

  13. giorgi khorbaladze

    სექტემბერი 21, 2014 at 7:32 AM

    აბსოლუტურია ჭეშმარიტება კატაკლიზმების განცალკევებით მოსული არარაობა და განსხვისებული ელექტრონული მოდულაცია, რომელიც სამყაროში რაფინირდება მოლეკულარულ დონეზე რათა მაგიდა იყოს მაგიდა და არა სკამი.

  14. tatulichi

    დეკემბერი 9, 2014 at 6:54 AM

    da mainc ra aris cheshmariteba kacishvilma ar icis 😀 sago ainshtains 😀 xo moshala tagori nervebze 😀 😀 :D:

  15. giorgi

    ნოემბერი 29, 2015 at 8:56 PM

    rodesac adamiani uplis gzas irchevs,mas bevri dabrkoleba xvdeba cxovrebashi da uwevs rogorc sakutar tavtan , aseve sxvebtan brdzola .swored cxovrebiseul shemtxvevebs da gamocdilebebs mivyavart cheshmaritebamde tu ki agnishnul gzas vadgavart. adamians sakutari saqcielis gaanalizeba unda sheedzlos rata mixvdes tu rogor moiqca shemdgomi shecdomebis tavidan asacileblad. borotebisa da siketis brdzolaa am qveyanaze rogorc individshi, ise individebs shoris da rodesac meore pirvelze imaryvebs adamiani rwmenashi dzlierdeba da surs rac sheidzleba meti kargi aketos . piradad chemtvis sityva jeshmaritebis arsi shemdegshi mdgomareobs: gqondes girseba, iyo ertguli sheni sayvareli adamianebis,sityvis, saqmis, simartlis da shegedzlos borotebastan brzola. rwmena ar unda dakargo da upro grmad chawvdebi am sityvis arss. yvela adamians tavisi azri gaachnia da mxolod upalma icis vin aris mat shoris martali, mtavaria ar dagaviwydes rom upali arsebobs da amqveyniuri cxovrebac droebitia, es sheni tvitoeuli qmedebis sawindari unda iyos.

  16. ანური

    ოქტომბერი 5, 2016 at 4:54 PM

    აინშტაინი დიდი დონე იყო. მართალი უთხრა თაგორს რომ მასზე მეტად რელიგიურია. თავის ფარდობითობის თეორიაში რომელიც მატერიალური თვალსაზრისით სწორად ჩამოაყალიბა, აინშტაინს ერთი კოეფიციენტი გამორჩა მხოლოდ ფორმულაში. ეს არის ღმრთიურების კოეფიციენტი, ასე თქვა თვით ღმერთმა აინშტაინის შესახებ.

    ღმრთურებას ემორჩილება ყველაფერი და ადამიანიც. ადამიანი ხდება სამყაროს ან მატერიის მმართველი მხოლოდ მაშინ როდესაც ის აღწევს ღმერთთან ერთიანობას და ამ შემთხვევაში ღმერთის და ადამიანის ნება აღარ არის განსხვავებული. ხუთი პირველსაწყისი ელემენტი: სივრცე, ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა, მათთან ერთად ჭკუა, გონება და ეგო ეს არის რვა მდაბალი მატერიალური ენერგია. ამის გარდა არსებობს მეცხრე, უფლის უმაღლესი ენერგია რომელიც მოიცავს და განაგებს ყველა ცოცხალ არსებას რომლებიც მდაბალი მატერიალური ენერგიებით სარგებლობენ. ეს უმაღლესი ენერგია, უზენაესი მე, ღმერთი – არის არაცვალებადი, მარადიული, ეს არის ყველა და ყველაფერი. ეს არის ჭეშმარიტება, ერთი მხოლოდ, მეორეს გარეშე. მან ისურვა გახდარიყო მრავალი. თითეული ადამიანის არსება ვართ ამ ერთის ანარეკლი.

    ღმერთმა დაწერა პიესა, ის არის რეჟისორი, მან გაანაწილა როლები და ასრულებს ამ როლებს, ის იღებს მოქმედების შედეგებს და ტკბება ამ შედეგებით. ხილული სამყარო არის მისი რეალობის და ნების გამოვლინება. ეს ყველაფერი გამომჟღავნებამდე არსებობდა და ხილულად გაიშალა სიტყვის წარმოთქმით.

    პირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ამ სიტყვის წარმოთქმას სინამდვილეში ჰქონდა აფეთქების მსგავსი ეფექტი. ყველაფერი რაც კი ხილულად არსებობს და აღიქმება გრძნობის ორგანოებით, ამ სიტყვის ვიბრაციებშია შექმნილი. ეს სიტყვა ჩვენს ქრისტიანულ რელიგიაში ითქმება როგორც: აამმიინნ! მისი სწორი ვიბრაციის ხმოვანებაა ააუუმმ! ინდურ რელიგიებში ეს სიტყვა წარმოითქმის ოომმ!

    ყველა საგანი ხმას გამოსცემს, მაგრამ ადამიანის ყური ყველა რხევას ვერ აღიქვამს. მატერიალური სამყარო არის ილუზია (მაია), მას აქვს სილამაზე, მომხიბვლელობა და მიმზიდველობა. ხილული სამყარო ისეთივე სიზმარია როგორც ძილში ვხედავთ, რომელსაც ღამის სიზმარი ჰქვიდა და რომელშიც შეგრძნებები ისევე რეალურია როგორც მღვიძარებაში აღქმები. როგორც კი ძილიდან ვფხიზლდებით სიზმარი ქრება. ეს ორივე შემთხვევაში ერთნაირად არის, ძილის სიზმარშიც და დღის სიზმარშიც.

    როდესაც ადამიანი აცნობიერებს თავის სინამდვილეს მაშინ სამყარო ქრება, უჩინარდება. ყველაფერი შიგნით არსებობს და რაც არის შგნით მას ვხედავთ გარეთ. როცა ადამიანი თვალს ხუჭავს საგნები ჩვეულებრივ უჩინარი ხდება. ამას დიდი სწავლუობა არ სჭირდება. ეს არის ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც ცხადზე ცხადი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ცხოვრება

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ