აზროვნების ბრმა ზონების შესახებ

0

არსებობს ცნობილი გამონათქვამი – „ხეების უკან ტყე არ ჩანს“. ზუსტად ამით იწყებენ საუბარს აზროვნების ბრმა ზონებზე. ზოგადად, ამ ლაკონური ფრაზით შესაძლებელია მთელი არსის გადმოცემა.

კლასიფიკაცია
ბრმა ზონების წარმოქმნის მიზეზები შეიძლება იყოს: აღზრდა, რელიგია, ცხოვრების სოციალური პირობები, საჭირო გამოცდილების არარსებობა, არასაკმარისად განვითარებული ინტუიცია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენა. მათი ზეგავლენითა და კონტრპირობების არარსებობით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს საგნებს ზედმეტად ცალმხრივად ვუყურებთ, არ ვითვალისწინებთ შესაძლო შედეგებს და როგორც წესი, ვუშვებთ შეცდომას.

განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ადამიანი ხვდება აზროვნების ბრმა ზონაში.

შემთხვევა 1. კლასიკური გვირაბული მხედველობა, ანუ როდესაც ხეების უკან ნამდვილად არ ჩანს ტყე.

მაგალითად, ჩვენმა გმირმა უნდა გააკეთოს პრეზენტაცია სამსახურის, ან სწავლისთვის. იგი რამდენიმე საღამოს ატარებს მზადებაში – უყურებს ვიდეოგაკვეთილებს გაფორმებასა და დიზაინზე, კითხულობს ჯონ აივის რჩევებს და ა.შ. პრეზენტაციაც, თითქოს, იდეალური გამოვიდა, მაგრამ, რატომღაც უფროსი, ან ლექტორი არაა კმაყოფილი. უკმაყოფილოა იმიტომ, რომ შეგროვილია მცირე ინფორმაცია, რომელიც არ ხსნის თემას. გამოდის, რომ ყველაზე მთავარი გამოტოვებული იყო.

ასეთ შეცდომას, ძირითადად, უშვებს ხალხი, რომლისთვისაც დამახასიათებელია პედანტურობა. ისინი კითხულობენ რაღაც დეტალებს, თუმცა არ შეუძლიათ მთელი სურათის შეფასება. შესანიშნავი ილუსტრაციაა – ორგანიზატორი, რომელიც ღონისძიების წინ მთელ დღეს ხარჯავს სკამების განლაგებაზე და ავიწყდება ხმის შემოწმება.

შემთხვევა 2. „მე იდეალური ვარ“ ხარვეზების გრაფაში.

რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობა კარგი და მნიშვნელოვანი უნარია, რასაც ვერ ვიტყვით თვითდარწმუნებულობაზე. შეუძლებელია ყველაფრის ცოდნა, შეცდომების არდაშვება. არ შეიძლება, საყვედურობდე სხვებს და ამავდროულად, უნაკლოდ თვლიდე თავს.

ამ ბრმა ზონას ნაკლები ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისთვის. ზომიერად თავდაჯერებულები აღწევენ წარმატებას, ხდებიან ლიდერები და მარტივად ამყარებენ კავშირს სხვა ადამიანებთან. თუმცა, თუ გადააჭარბებთ ზღვარს, შეიძლება, საფრთხის ზონაში მოხვდეთ, რადგან ადრე თუ გვიან, მუდმივი „მე“ ბეზრდება გარშემომყოფებს, ხოლო მარტო საკუთარი თავის იმედზე დარჩენა ზედმეტად მცდარი აზრია და კარგია, თუ ამას ხვდებით.

როგორ აარიდოთ თავი, ან აქციოთ ღირსებად

სინამდვილეში, აზროვნების ბრმა ზონები ყოველთვის ცუდი არაა. შესაძლებელია მათთვის თავის არიდება, მითუმეტეს ზემოაღნიშნულ სიტუაციებში, ადამიანისთვის პოზიტიური ასპექტიც არსებობს.

გონივრულ თავდაჯერებულობაზე უკვე აღვნიშნეთ. რაც შეეხება გვირაბულ მხედველობას, ის ხელსაყრელია ადამიანებისთვის, რომელთა სამუშაო ითხოვს სიზუსტესა და კონკრეტული ამოცანების მკაფიო შესრულებას.

ბოლოს კი, გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, თუ როგორ აარიდოთ თავი ბრმა ზონებს:

არასდროს მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად. ყოველთვის დეტალურად განიხილეთ ყველა შესაძლო შედეგი. შეაგროვეთ სხვადასხვა, მათ შორის უარყოფითი ინფორმაცია.

ეცადეთ, ნებისმიერ მოვლენას სხვადასხვა კუთხით შეხედოთ. ამ მიმართულებისთვის შესანიშნავი ვარჯიში იქნება შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.

განაცალკევეთ გონება და ემოციები. ნურასდროს მიიღებთ გადაწყვეტილებებს ემოციური მდგომარეობის დროს, თუმცა ყოველთვის არ დააიგნოროთ გრძნობები.

განიხილეთ თქვენი გადაწყვეტილებები ოჯახთან და ახლობლებთან. მათი რჩევა არასდროს გაწყენთ, თუნდაც ისინი დიდად არ ერკვეოდნენ საუბრის თემატიკაში.

ენდეთ საკუთარ თავს, მაგრამ ისწავლეთ სხვების მოსმენა და გაგება.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply