აზრები ჩინური სიბრძნიდან

0

1. ხელმწიფე – ნავი არის, ხოლო ხალხი – მდინარე: შეუძლია ატაროს და შეუძლია ჩაძიროს კიდეც (ხალხური).image

2. დიდი მდინარე უხმოდ მიედინება, ჭკვიანი ადამიანი არასოდეს უწევს ხმას (ხალხური).

3. დანებების ცდუნება, გამარჯვების წინ, ყოველთვის უფრო ძლიერი არის (ხალხური).

4. კეთილშობილი ადამიანი, სულში ყოველთვის მშვიდია, ხოლო არაკეთილშობილის სული ყოველთვის შფოთავს (კონფუცი).image

5. იცხოვრე, სიმშვიდე შეინარჩუნე. გაზაფხული მოვა და ყვავილები თავისით გაიშლებიან (ხალხური).

6. ჩვენ, თუ ასე ცოტა რამ ვიცით სიცოცხლეზე, რა შეგვიძლია ვიცოდეთ სიკვდილზე?(კონფუცი).

7. ფულით საათის ყიდვა შეიძლება, მაგრამ არა დროის (ხალხური).

8. კეთილშობილი ადამიანი, იცის რა, თავისი უპირატესობის შესახებ, ყოველთვის თავს არიდებს დაპირისპირებას (კონფუცი).

9. კარგი საქონელი არასოდეს ღირს იაფი, ის რაც იაფი ღირს, არასოდეს არის კარგი (ხალხური).

10. ხალხი ისწრაფვის სიმდიდრის და დიდებისკე. თუ ვერც პირველის და ვერც მეორეს მიღწევა ვერ მოხერხდა კანონიერი გზით, ორივე უნდა დაივიწყოთ (კონფუცი).

11. იყავით ფრთხილად საკუთარ აზრებთან: ისინი – მოქმედების საწყისები არიან (ლაო-ძი).

12. რაც ხდება, ყოველთვის დროულად ხდება (ხალხური).

13. თუ წაბორძიკდი და წაიქეცი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასწორი გზით მიდიხარ (ხალხური).

14. პასუხი, რომელსაც ეძებ – შენშია. მაგრამ, მისი პოვნა ადვილი არ არის (კონფუცი).

15. ნუ გეშინია შენელების, გეშინოდეს შეჩერების (ხალხური).

16. ნუ ილაპარაკებთ, თუ ეს სიჩუმეს უკეთესობისკე არ შეცვლის (ხალხური).

17. ძლიერს დაბრკოლების გადალახვა შეუძლია, ჭკვიანს — მთელი გზის (ხალხური).

18. მოგზაურობა 1 000 ლი-ზე, ერთი ნაბიჯით იწყება (ხალხური).

19. ქოხი, სადაც იცინიან, იმ სასახლეზე უფრო მდიდრულია, რომელშიც მოწყენილები არიან (ხალხური).

20. ნივთებს ყოველთვის ნათელი გვერდიდან შეხედე. ასეთი გვერდი თუ არა აქვს — ის იქამდე წმინდე, ვიდრე არ გაიბრწყინებს (ხალხური).

21. ის ვინც ნაკლზე მიგითითებს, ყოველთვის მტერი არ არის, ხოლო ვინც შენს ღირსებებზე საუბრობს, ყოველთვის მეგობარი არ არის (ხალხური).image

იმის ნუ გეშინია, რომ რამე არ იცი — გეშინოდეს იმის, რომ არ სწავლობ (ხალხური).

22. მასწავლებელი მხოლოდ კარს გიხსნის — გზა მარტომ უნდა გაიარო (ხალხური).

23. მეგობარი ნაკლის გარეშე არ არსებობს. თუ ნაკლის ძებნას დაიწყებ — მეგობრის გარეშე დარჩები (ხალხური).image

24. ვისაც გაწითლება შეუძლია, მას შავი გული ვერ ექნება (ხალხური).

25. უმჯობესია ერთი დღე ადამიანი იყო, ვიდრე 1000 დღე, ვიღაცის ჩრდილი (ხალხური).

26. ადამიანმა, რომელმაც მთის გადადგმა შეძლო, იმით დაიწყო, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე, პატარა ქვებს ეზიდებოდა (ხალხური).

ლალი ადიკაშვილი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply