ავტობიოგრაფია ხუთ თავად

0

 ავტორი: პორტია ნელსონი (ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მწერალი);

ნელსონი კიბოთი იყო დაავადებული, რის გამოც 1973 წელს მკერდი მოკვეთეს. 4 წლის შემდეგ დაიბეჭდა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემს გზაზე ორმოა – რომანსი საკუთარი თავის აღმოჩენის შესახებ.“ წიგნის პოსტერი ჩანს ცნობილ ფილმში Good Will Hunting-ი, იმ ფსიქოლოგის ოთახში, რომლის როლსაც რობი იულიამსი ასრულებს.

ავტობიოგრაფია 5 თავად, სწორედ პორტია ნელსონის წიგნიდან გახლავთ. მალე წიგნის ეს პატარა მონაკვეთი საკმაოდ პოპულალური გახდა და ხშირად იყენებდნენ ფსიქოლოგები და მოტივაციური მრჩეველები, როგორც გამოსავლის ძიებისა და საკუთარი თავის დახმარების მაგალითს.

თავი I
ქუჩას მივუყვები.
გზაზე დიდი ორმოა.
მე ორმოში ვვარდები.
ვეღარ ამოვდივარ.. უიმედობაა…
ეს ჩემი ბრალი არაა.
ალბათ მთელი ცხოვრება ორმოდან ამოსვლას მოვუნდები…

თავი II
ქუჩას მივუყვები.
ქუჩის შუაგულში დიდი ორმოა.
თავს ვიტყუებ რომ არ დამინახავს.
ისევ ორმოში ვვარდები.
არ მჯერა რომ ისევ ამ ადგილას ვარ.
მაგრამ ეს ჩემი შეცდომა არაა..
ალბათ დიდი ხანი მოვუნდები ორმოდან ამოსვლას.

თავი III
ისევ იმ გზას მივუყვები.
გზის შუაში დიდი ორმოა.
მე ვხედავ ორმოს.
თუმცა კიდევ ვვარდები… ეს უკვე ჩვევაა.
თვალები ფართოდ მაქვს გახელილი. უკვე ვიცი სადაც ვარ.
ეს ჩემი შეცდომაა.
სწრაფად ამოვდივარ ორმოდან.

თავი IV
ისევ იმ ქუჩას მივუყვები..
გზის შუაგულში ორმოა.
ორმოს გვერდს ვუვლი.

თავი V
სხვა ქუჩის გავლით მივდივარ.

4motivi.com

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply