ადამიანის სიყვარულის საიდუმლო

0

სიყვარული საოცარი გრძნობაა, მაგრამ იგი არ არის მარტო გრძნობა, არამედ ესაა ადამიანის მთელი არსების მდგომარეობა. სიყვარული იმ მომენტში იწყება, როდესაც ჩემს წინ დავინახავ ადამიანს და ჩავწვდები მის სიღრმეს, როდესაც უეცრად დავინახავ მთელ მის არსს. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობ:

„ვხედავ“, ეს ნიშნავს არა იმას, რომ „ვწვდები გონებით“ ან „ვხედავ თვალებით“, არამედ – „ვწვდები მთელი ჩემი არსებით“. იგი შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, მუსიკის, ბუნების, ხელოვნების ნაწარმოების მშვენიერებით გამოწვეულ განცდას, როდესაც ვდგავარ მის წინაშე გაოცებული, დადუმებული და აღვიქვამ მხოლოდ იმას, რაც ჩემს წინაშეა და არანაირი სიტყვით არ ძალმიძს ამის გამოთქმა, არა თუ ამოძახილით: „ღმერთო ჩემო!, რა მშვენიერია!..

“ ადამიანის სიყვარულის საიდუმლო იმ მომენტში იწყება, როდესაც ვუმზერთ მას მისი ფლობის სურვილის გარეშე, მასზე ძალაუფლების ქონის სურვილის გარეშე, მისი ნიჭიერების ან მისი პიროვნების რაიმე გზით გამოყენების სურვილის გარეშე, – მხოლოდ ვუმზერთ და ვოცდებით იმ მშვენიერებით, რომელიც ჩვენს წინაშე იშლება”.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply