ადამიანის საუკეთესო მეგობარი

0

        ადამიანს, რომელსაც იმედი გადაწურული ჰქონდა, ღმერთმა ანგელოზი გამოუგზავნა…

 დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ?! ფრთხილად იყავით! შესაძლოა, არ არის ასე! მე  ეს მამაჩემმა განმაცდევინა.

ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომლის სიტყვებსაც თქვენი ცხოვრება დაუნგრევია? ზოგჯერ, სიტყვები იმაზე მტკივნეული შეიძლება იყოს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. გული არ გაიტეხო, ღმერთი  შენს ლოცვას აუცილებლად შეისმენს და  არასდროს მიგატოვებს. ამ ქალის ისტორია მოხუცი მამის შესახებ, შესაძლოა, ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი აღმოჩნდეს. მე დავიწყე ფიქრი  ასაკოვანი ადამიანივით და თავი მამის ადგილას წარმოვიდგინე.

 „მამა,  მანქანას ვმართავ, გთხოვ, ნუ ოხრავ, როცა საჭესთან ვარ.“ ჩემი ხმა იმაზე დამაჯერებელი და მშვიდი იყო, ვიდრე თავს ვგრძნობდი. მამაჩემი გაცეცხლდა და მანქანიდან გადავიდა. ვფიქრობდი, რისი გაკეთება შემეძლო მისთვის? მამა ვაშინგტონისა და ორეგონის შტატის ტყის მჭრელი იყო. მონაწილეობას იღებდა ტყისმჭრელთა შეჯიბრებებში.  მისი თაროები  სავსე იყო ნადავლით, რომელიც მის სიძლიერეს ადასტურებდა.

წლევანდელ მარშზე, მან პირველად ვერ შეძლო მორის აწევა და  ხუმრობდა ამ ფაქტზე. მაგრამ, მოგვიანებით, იმავე დღეს,  განმარტოებული დავინახე ეზოში, როცა იგი  სიმძიმის აწევას ცდილობდა. მამა ღიზიანდებოდა, როცა ვერ ახერხებდა რამის გაკეთებას ისე, როგორც ამას ახალგაზრდობაში აკეთებდა.

სამოცდამეშვიდე იუბილიდან მეოთხე დღეს, მან გულის შეტევა მიიღო. სასწრაფო დახმარების მანქანამ დროულად გადაიყვანა საავადმყოფოში და სასწრაფოდ შეიყვანეს საოპერაციო ოთახში. გაუმართლა, გადარჩა, მაგრამ მის შიგნით რაღაც მოკვდა. დაკარგა ცხოვრების ინტერესი. არ ასრულებდა ექიმის მითითებებს, დახმარებაზე უარს ამბობდა და სარკაზმულად, შეურაცხმყოფელად იქცეოდა. მნახველთა რაოდენოდა მცირდებოდა, საბოლოოდ კი, საერთოდ შეწყდა. მამა მარტო დარჩა.

მე და ჩემმა ქმარმა, დიკმა, მამას ვთხოვეთ, საცხოვრებლად ჩვენს პატარა ფერმაში გადმოსულიყო. იმედი გვქონდა, სუფთა ჰაერი და სოფლის გარემო დაეხმარებოდა, მწყობრში მოიყვანდა. ერთი კვირის შემდეგ, იგი უკან გადავიდა და მე ვნანობდი მის დაპატიჟებას. როგორც ჩანს,  არაფერი იყო დამაკმაყოფილებელი. ის აკრიტიკებდა ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი. იმედგაცრუებული და დაღონებული დავრჩი.

მალე დიკს გავუზიარე ჩემი აღშფოთება. მსჯელობის შემდეგ, დიკმა ჩვენს პასტორს აუხსნა მდგომარეობა. პასტორი ყოველ შეკრებაზე  ლოცულობდა მამასთვის, რომ ღმერთს გონება გაენათებინა. გადიოდა თვეები, მაგარმ ღმერთი დუმდა.

ერთ დღეს, სატელეფონო წიგნაკთან დავჯექი და მექანიკურად, თითოეულ ფსიქიატრიულ კლინიკაში დავრეკე.  სათითაოდ ავუხსენი ყველას ჩემი პრობლემა, მაგრამ უშედეგოდ. როცა უკვე  გადაწურული მქონდა იმედი, ერთ–ერთმა წამოიძახა „მე წავიკითხე სტატია, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ! ნება მომეცით, გაგაცნოთ. სტატიაში აღწერილი იყო, როგორ შეიძლება მივუჩინოთ „ძიძა“ მოხუცებს. ყველა პაციენტს აქვს ქრონიკული დეპრესია, მაგარმ როდესაც ურთიერთობენ ძაღლებთან, მათი დამოკიდებულება მკვეთრად უმჯობესდება.

დღის მეორე ნახევარში, მივაკითხე ცხოველთა თავშესაფარს. კითხვარის შევსების შემდეგ, ოფიცერმა შიგნით შემიყვანა სადაც 5-7 ძაღლი იყო. ყველა წამოხტა და ჩემამდე მოღწევას ცდილობდა. ყოველ მათგანს გულმოდგინედ ვათვალიერებდი, მაგრამ ვიწუნებდი. ზოგი ძალიან დიდი იყო,ზოგი პატარა,ზოგიც ძალიან თმიანი.

როდესაც ბოლო გალიას მივუახლოვდი, შორეულ კუთხეში ერთი–ერთი ძაღლი იბრძოდა, რათა წინ გამოსულიყო. ის არისტოკრატების  ჯიშის მეძებარი იყო. ფერადი სახე  წლებისგან გაფერმკრთალებოდა. ჩემი ყურადღება მისმა თვალებმა მიიპყრო. ნათელი და მშვიდი მზერა ჰქონდა.

ოფიცერს მივუთითე ამ ძაღლზე – „შეგიძლიათ, მის შესახებ მიამბოთ?“ ოფიცერი გაოცებული და დაბნეული ჩანდა.

„ის ერთ–ერთი უცნაურთაგანია. კართან ვიპოვეთ, არ ვიცით, აქ საიდან მოხვდა. სულ რაღაც 2 კვირის წინ გამოჩნდა. მალე ეწურება დრო.“

ამ კაცის სიტყვები საშინელება იყო. “გინდათ თქვათ, რომ მოკვლას აპირებთ?“

„დიახ,  ქალბატონო. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ყველას მივხედოთ.“

კიდევ ერთხელ შევხედე მეძებარს. მშვიდი,ყავისფერი თვალები ჩემს გადაწყვეტილებას ელოდა. მე წამოვიყვანე ის.

როდესაც მამას საჩუქარი მივუყვანე, ზიზღით შეიჭმუხნა სახე. „ძაღლი რომ მინდოდეს, მეყოლებოდა. არ ვაპირებ ამ ჩონჩხის ყოლას. გყავდეთ, მე არ მინდა!“ – ხელი ჩაიქნია და სახლისკენ მიბრუნდა.

ყელში ბურთი მომაწვა. „შენ უკეთესად გამოიყენებ მას“. მამა არც კი მისმენდა.“ხომ გესმის, მამა?“ – ვყვიროდი… ამ დროს, მოულოდნელად, მეძებარი მამასთან მივიდა და  წინ დაუჯდა. მერე, ფრთხილად გაუწოდა თათი. ამის შედეგ, ისეთი სასწაულის მომსწრე გავხდი, როგორიც არასდროს მინახავს. მამა აცახცახდა და ცხოველს მოეხვია.

ეს დიდი და ღრმა მეგობრობის დასაწყისი იყო. მამამ მეძებარს შაიენი დაარქვა. ისინი მტვრიან ბილიკებზე ძალიან დიდხანს სეირნობდნენ. ატარებდნენ საოცარ დროს მდინარეზე, თევზაობდნენ კალმახზე, ერთად ესწრებოდნენ კვირაობით მსახურებას.

მთელი სამი წლის განმავლობაში, მამა და შაიენი განუყოფელნი იყვნენ. მამას სიმწარე გაქრა, მან და შაიენმა ბევრი მეგობრაი შეიძინეს. ერთხელ, გვიან ღამით, გავოცდი, როდესაც შაიენის ცივი ცხვირი ვიგრძენი საწოლში. ის აქამდე არასდროს შემოსულა ღამით საძინებელში. გავაღვიძე ჩემი ქმარი და შევვარდი მამის ოთახში. მამა მშვიდი სახით იწვა ლოგინში, მაგრამ მისი სული ღამის სიმშვიდეში იყო გაუჩინარებული.

ორი დღის შემდეგ, ჩემი  მწუხარება გაორმაგდა, როდესაც შაიენი მამის საწოლთან მკვდარი შაიენი აღმოვაჩინე.  ის მათი საყვარელი სათევზაო ადგილის მახლობლად დავმარხეთ. ძაღლს დიდი მადლობა გადავუხადე, რადგან მან სიმშვიდე დაუბრუნა მამაჩემს.

მამის დაკრძალვის დღე სევდიანი და უფერული იყო. გამიკვირდა, როდესაც ეკლესიაში მამის და შაიენის უამრავი მეგობარი ვიხილე. პასტორმა სიტყვა წარმოთქვა.  „მე ხშირად ვუხდი ღმერთს მადლობას ანგელოზის გამოგზავნისთვის“ .

ეს ყოველივე მოხდა ჩემ თვალწინ. შაიენი მოულოდნელად გამოჩნდა თავშესაფარში… მან უსიტყვოდ მიიღო და უერთგულა მამაჩემს. ისინი დაიღუპნენ ერთდროულად. მოულოდნელად მივხვდი, რომ ღმერთმა ჩემს ლოცვას უპასუხა.

ჩვენი ღმერთი სიყვარული და სიმშვიდეა. ღმერთი ზრუნავს და გვითანაგრძნობს. მიუხედავად ჩვენი მგომარეობისა, მას ყველა განურჩევლად ვუყვარართ. ნუთუ არ არის ეს ულამაზესი ფაქტი?

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply