Connect with us

ბედნიერება

ადამიანებმა აუცილებლად ღიმილით უნდა დავიწყოთ დილა

მომავალი

ადამიანს,რომ შეეძლოს დაინახოს ის პეიზაჟები,რომელიც მომავალში ელოდება,მაშინვე განთავისუფლებოდა დარდისგან. სამყარო ყოველთვის ქმნის ჩვენთვის   მშვენიერ პეიზაჟებს,რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს მომავალში ელოდება.

მეგობარი – ადამიანს სამოთხეშიც კი არ სურს ნამდვილი მეგობრის გარეშე ყოფნა.

შინაგანი ხმა  –   ყოველთვის ჩაგძახებს იქცევი სწორად თუ არა,ყოველთვის გეტყვის სიმართლეს შენს შესახებ და გამუდმებით გაგიმეორებს,რომ აუცილებელია აისრულო ოცნებები და იყო   უბრალოდ ბედნიერი.

ბედნიერება –  ზოგჯერ სიმყუდროვეა,როდესაც ოთახში ფარდები გაქვს ბოლომდე ჩამოფარებული,მიირთმევ ფინჯან ჩაის და კითხულობ წიგნს,რომელიც სიგიჟემდე მოგწონს.

 გაზაფხული –  დრო,როდესაც დაკარგულ სიყვარულზე ფიქრიც კი გაბედნიერებს.

 წიგნები – ნამდვილი მეგობრები არიან და მივხვდი რატომ,როდესაც კითხულობ საკუთარ სულში იძირები და სიმყუდროვეს გრძნობ. გავიწყდება რა ხდება ქვეყანაზე და წიგნებში აღწერილი სამყაროს განუყოფელი ნაწილი ხდები. წიგნის კითხვა  ის ზღაპრული  მოგზაურობაა,რომელიც ყველას ძალიან გვსურს.

წარმატება –  არასდროს იგვიანებს იქ,სადაც მუხლჩახრილი შრომობენ ადამიანები.

ბავშობის ეკლესია –  ადგილი,სადაც  ყოველთვის  შეხვდები პირისპირ ღმერთს.

სურვილი – ადამიანი ყველაფერს გაურბის –  გაურბის ღრუბლებს,რადგან ეშინია,რომ წამოვა ციდან წვიმის წვეთები და დასველდება.გაურბის სევდას,ტკივილს,სიყვარულს.გაურბის ზღვას,ჭიანჭველას და საკუთარ თავსაც კი,მაგრამ ადამიანის სული ყოველთვის ღმერთთან სიახლოვეს სთხოვს.ამიტომ ადამიანი ყველაფერს შეიძლება გაექცეს,მაგრამ ღმერთთან სიახლოვე ეს არის ჩვენი  სულის მთავარი სურვილი.

დედა –არის  სახლი,სადაც ვცხოვრობთ, კარი,რომელიც გვაკავშირებს სამყაროსთან.ეზო – ამ ეზოში ალუბლის ულამაზესი ხეებია,სამზარეულოში ფინჯნები,გასქურაზე  თითქოს უბრალო ჩაიდანი,რომლისგანაც დედა  ამზადებს ყველაზე საოცარ ჩაის შვილებისთვის. დედა  დუმილი და მხიარულება,სინაზე და სიმამაცე,ფიქრი და ღიმილი,წიგნი და ამ წიგნებში ამოკითხული ასოები..დედა  კაბა,რომელიც ყოველთვის  გვინდა,რომ გვეცვას.

დილა – ფრინველებს არ ხვდებათ ხორბლის ზვინები,მაგრამ ბედნიერები იღვიძებენ,ამიტომ ადამიანებმაც აუცილებლად უნდა გაუღიმონ ერთმანეთს და ღიმილით დაიწყონ დილა.

 

გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ბედნიერება

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ