ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში

0
ადამიანები მოდიან ჩვენს ცხოვრებაში 3 გზით:
1. მიზეზით 2.სეზონურად  და 3.სიცოცხლის პერიოდით
ძნელია, თუმცა აუცილებელია სწორად უნდა განსაზღვროთ, თუ რა მიზნით მოდის ადამიანი თქვენს ცხოვრებაში,რათა მეტად ეფექტური იყოთ მასთან ურთიერთობაში.

1.მიზეზით.

ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც რაღაც გჭირდება. შენ შეიძლება გამოხატავდე ამას ან არ გამოხატავდე (ეს შენს ხასიათზეა დამოკიდებული), მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას ხედავენ… ისინი მოდიან, რომ დაგეხმარონ სირთულეების დაძლევაში, გაძლევენ სწორ მიმართულებებს, გიჭერენ მხარს, გეხმარებიან ფიზიკურად და სულიერად. ისინი შენთან არიან არა იმიტომ რომ მათ სჭირდებათ ეს, არამედ იმ მიზეზით, რომ შენ გჭირდება ისინი !
მაგრამ ასეთი პიროვნება ხშირად ისევე მოულოდნელად მიდის შენი ცხოვრებიდან, როგორც მოვიდა. ზოგჯერ გარდაიცვლება ან უბრალოდ გაქრება შენი ცხოვრებიდან, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე გემშვიდობება. შეიძლება ეს იმ წუთას ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდეს, რომ ვერც კი გააცნობიერო მისი წასვლის მიზეზი, რომელსაც დროთა განმავლობაში აუცილებლად მიხვდები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, რადგან ჩვენს ადგილს გვაპოვნინებენ და გვეხმარებიან პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში… ისინი თითქოს ღვთისაგან არიან გამოგზავნილი ამის გასაკეთებლად და შესაძლოა, რომ ეს მართლაც ასეა. სწორედ ეს არის მათი მთავარი მისია და თუ ის შესრულებულია, მაშინ გულიც არ უნდა დაგვწყდეს,რომ ის წავიდა, რადგან ამქვეყნად კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, როგორიც შენ იყავი ! ! !
2. სეზონურად.

ცხოვრებაში არის პერიოდი, როდესაც გსურს, რომ გაერთო, შენი ცოდნა, ინტელექტი და პიროვნული თვისებები სხვას გაუზიარო, მოზღვავებული ემოციები გამოხატო და სწორედ ამ დროს შენს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი…

ასეთი ადამიანისაგან ვიძენთ ხასიათის თვისებებს და ცოდნას. და ვაკეთებთ ისეთ რამეს, რომელიც ჯერ არ გაგვიკეთებია. მასთან ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ხასიათის თვისებებში, ხოლო ჩვენი მიზნები და მისწრაფებები ერთმანეთს არ ემთხვევა, რადგან ეს მხოლოდ მოკლევადიანი – “სეზონური ურთიერთობაა.” ისინი გართობისა და სიამოვნების დაუჯერებელ წუთებს გვჩუქნიან. დაიჯერეთ, ეს სიმართლეა! თუმცა მხოლოდ სეზონურად…

3. სიცოცხლის პერიოდით.
ასეთი ადამიანი მოულოდნელად ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში და მისი შეუცვლელი თანამგზავრი ხდება. ისინი გვიტარებენ ცხოვრების გაკვეთილებს, გვანახებენ რისი იმედი უნდა გვქონდეს, რისი უნდა გვჯეროდეს და გვეშინოდეს..

და შენი მოვალეობაა მიჰყვე ამ გაკვეთილებს , ისწავლო ის რისი სწავლაც შეგიძლია, მიიღო ის რისი მიღებაც შეგიძლია, გუწფელად გიყვარდეს იგი და შენც ასეთივე გაკვეთილები ჩაუტარო მას…

გახსოვდეთ, რომ ის თქვენი საუკეთესო მეგობარია და თქვენი უბედურება თუ ბედნიერება, სიხარული თუ მწუხარება, წარმატება თუ წარუმატებლობა მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან, რადგან ეს გრძელვადიანი – “სიცოცხლის პერიოდის” ურთიერთობაა …

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply